AUTOIMPORT.GE
შესვლა  

 

 
რეგისტრაცია  

 

პაროლის აღდგენა  

 

 
მწარმოებელი
მოდელი
კატეგორია
ფასი
წელი
მდებარეობა
ტრანსმისია
საწვავის ტიპი
გარბენი
ძრავის მოცულობა
ცილინდრები
განბაჟებული მარჯვენა საჭე
მანქანის ფერი
წამყვანი თვლები
კარებები
განცხადებები
განცხადების ID
დეტალური ძიება

 

                                                    

 

 

                                            

 

 

FOB ფოთი

 

Mycar.ge-ის მომსახურების საკომისიო 200$


თუ აუქციონზე შესყიდული მანქანის ღირებულება აჭარბებს 10,000 $-ს ზემოთ მოყვანილ ცხრილის ემატება 250$

 

 

 

 

იაპონიის ავტოაუქციონზე გამოტანილ ყველა მანქანას გააჩნია ექსპერტების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელსაც „აუქციონის ფურცელი“ ქვია. მასში ლათინური ასოების, იეროგლიფების და შეფასებათა სისტემის საშუალებით დეტალურადაა აღწერილი მანქანის პარამეტრები, „აუქციონის ფურცელი“ ასახავს მანქანის რეალურ მდგომარეობას. წორედ ეს ფაქტი, რომ ყველა მანქანას თან ერთვის ექსპერტიზის დასკვნა, განაპირობებს იაპონიის ავტოაუქციონების საიმედობას და პოპულარობას მთელს მსოფლიოში.
იაპონიაში ყველა ახალ ავტომანქანას აქვს 3 წლიანი „ვარგისიანობის გარანტია“ (ტექ. დათვალიერება) 3 წლის შემდეგ ეს ვარგისიანობის გარანტია ახლდება 2 წლის ვადით, ხოლო თუ ავტომობილი 10 წელზე მეტი ხნისაა მაშინ ახლდება ყოველწლიურად, ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული, „ვარგისიანობის გარანტიის“ განახლება 1500 დოლარი ჯდება, ამიტომაც არის რომ იაპონიაში იშვიათია 10 წელზე მეტი ხნის ავტომანქანა.

შეფასებათა სისტემა
1 ძრავი მუშაობს, ავტომობილს გადაადგილება შეუძლია მაგრამ მას სჭირდება კაპიტალური რემონტი.
2 შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ძარის კოროზიას. ავტომობილი შეიძლება საჭიროებდეს ძარის, სავალი ნაწილის ან ძრავის რემონტს. ძარის და ინტერიერის საგრძნობი დაზიანება.
3 შესაძლოა იყოს ნაკაწრები ან სხვა დაზიანებები, მაგრამ თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, მაშინ შეფასება 3 -განპირობებულია 150 000 კმ-ზე მეტი გარბენით.
3.5 შესაძლებელია ავტომობილს ჩატარებული ჰქონდეს ძარის რემონტი, შეიძლება ჰქონდეს შესამჩნევი დაზიანებები, შესამჩნევი ნაკაწრები ან რამოდენიმე მცირე შეჭეჭყილობა. იმ შემთხვევაში თუ მანქანა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მაინც შეფასებულია 3,5 ბალით ეს შეიძლება განპირობებული იყოს 100 000 კმ-ზე მეტი გარბენით.
4 იშვიათად შეიძლება საჭიროებდეს დაზიანებული ან გაუმართავი დეტალების რემონტს.
4.5 შესაძლებელია საჭიროებდეს ძალიან უმნიშვნელო კოსმეტიკურ შესწორებას, (მცირე ნაკაწრების პოლირება, ჭუჭყისგან გაწმენდა), მცირე შეღებვას ან ინტერიერის მცირე რემონტს.
5 პრაქტიკულად არ საჭიროებს კოსმეტიკურ შესწორებებს.
6 ავტომობილი არის არაუმეტეს 2 წლისა, არ საჭიროებს არავითარ რემონტს.
S ავტომობილი არის არაუმეტეს 1 წლისა, არ საჭიროებს არავითარ რემონტს.
R აღდგენილია ავარიის შემდეგ
RA აღდგენილია მძიმე ავარიის შემდეგ
R1 R და 1 შეფასებების ერთობლიობა
RA1 RA და 1 შეფასებების ერთობლიობა
*** - აღუდგენელი ავტომობილი. გამოდგება ნაწილებად.
ხშირად აუქციონებზე გვხვდება ავტომობილები რომლებსაც აქვს მაღალი შეფასება (3,5-4) მაგრამ შეცვლილი აქვთ რომელიმე ელემენტი (ХX ), ეს შეიძლება იყოს არასწორი მანერვირების შედეგი, მაგალითად პარკირებისას ან სხვა, ამიტომ ეს გავლენას ვერ ახდენს ავტომობილის ფასზე.
საბურავის შიგნით ან მის გვერდით გამოსახული ციფრები აღნიშნავს პროტექტორის სიმაღლეს მილიმეტრებში

დაზიანებების აღნიშვნები
A1 - 5 სანტიმეტრამდე განაკაწრი;
A2 - 10 სანტიმეტრამდე განაკაწრი;
A3 - 20 სანტიმეტრამდე განაკაწრი;
E1 - თითქმის შეუმჩნეველი შეღუნულობა;
E2 - რამოდენიმე ძნელად შესამჩნევი შეღუნულობა;
E3 - ძნელად შესამჩნევი შეღუნულობების
ჯგუფი;
U1 - ცერა თითის ტოლი შეღუნულობა;
U2 - ხელისგულის ტოლი შეღუნულობა;
U3 - ხელის გულზე დიდი შეღუნულობა;
X - ელემენტი(პანელი) გამოსაცვლელია;
XX - ელემენტი(პანელი) გამოცვლილია;
P1,P2 - საჭიროებს შეღებვას; Y1 - ცერა თითის ტოლი ბზარი;
Y2 - ხელის გულის ტოლი ბზარი;
Y3 - ხელის გულზე დიდი ბზარი;
W1 - ხარისხიანად შესრულებული რემონტი;
W2 - თითქმის შეუმჩნეველი რემონტი ან გადაღებვა;
W3 - რემონტი ან შეცვლილის გადაღებვა, შესაძლებელია საჭირო იყოს განმეორებითი რემონტი;
S1 - ხელისგულის ტოლი კოროზია;
S2 - ხელის გულზე დიდი კოროზია;
BP- ელემენტი (პანელი) გამოცვლილია.
B - ნაკაწრები
P- შენაღებია
H - შესაღებია
G - საქარე მინაზე ნაკენჭარი

სხვა დეფექტები
S ჟანგი
C კოროზია
G1 ქვის ნაკვალები
G2 შუშის უმნიშვნელო ნაკაწრის კვალი
G3 ნაკაწრი
GS განუსაზღვერილი ზომის ბზარი
დეტალების შეცვლა
Х ძარის ნაწილი საჭიროებს რემონტს
XX ან M ძარის ელემენტი გარემონტებულია

ინტერიერის შეფასება
A - საუკეთესო მდგომარეობა
B - კარგი მდგომარეობა,
C - ნორმალური მდგომარეობა,
D - ცუდი მდგომარეობა

 

ავტომობილის შეკვეთა ამერიკიდან • ევროპიდან • იაპონიიდან
574 48 60 60
განბაჟების კალკულატორი გამოთვლა
ტრანსპორტირების კალკულატორი გამოთვლა
სპეციალური შემოთავაზებები