მთავარი ჩემი გვერდი განცხადების დამატება ყიდვა გაყიდვა გაქირავება კატალოგი რეკლამა კონტაქტი
 
 
 
მომხმარებლის სახელი პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი? რეგისტრაცია
 
 
საგამოცდო ბილეთები » 3. მაფრთხილებელი ნიშნები »  English Русский Հայաստան Azərbaycan 
 
 
3. მაფრთხილებელი ნიშნები
გვერდები :   «წინა  1  2 
 ბილეთი 21

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.11 დაფაზე. მოცემულ სიტუაციაში ნაჩვენებია საგზაო ნიშანი 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი", რომელიც დასახლებულ პუნქტში იდგმება 50-100 მეტრში.

სწორი პასუხია :
 ბილეთი 22

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულიaა 7.11 დაფაზე. "საგზაო მოძრაობის წესების" თანახმად: - საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.6 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” დამატებით აფრთხილებენ მძღოლს რკინიგზის შლაგბაუმიანი ან უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ნიშნები იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში. - საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.3 იდგმება რკინიგზის გადასასვლელამდე გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 გზის მარცხენა მხარეს. - საგზაო ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება უშუალოდ 1.1 ან 1.2 რიგით პირველი ნიშების ქვეშ. - საგზაო ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება უშუალოდ 1.1 ან 1.2 რიგით მეორე ნიშნების ქვეშ. - საგზაო ნიშნები 1.4.2 და 1.4.5 იდგმება დამოუკიდებლად პირველი და მეორე ნიშნებს შორის თანაბარ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები: 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” და 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” შეერთებით 1.4.4 და 1.1.4.6 საგზაო ნიშნებთან, რომელთაგან რკინიგზის გადასასვლელამდე გზის მარცხენა მხარეს 150-300 მეტრ მანძილზე იდგმება საგზაო ნიშანი 1.1 შეერთებით 1.4.4 ნიშანთან.

სწორი პასუხია :
 ბილეთი 23

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 1.16 "უსწორმასწორო გზა” გვაჩვენებს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი უსწორმასწოროა – ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ. - 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემული საგზაო ნიშანი 1.16 "უსწორმასწორო გზა” დამატებით ინფორმაციის ნიშანთან 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" ერთად, მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის დაყენების ადგილიდან 500 მეტრის შემდეგ იწყება უსწორმასწორო გზა

სწორი პასუხია :
 ბილეთი 24

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" პირველი პუნქტის განმარტების თანახმად გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.11 დაფაზე. ამავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.2.1 "მოქმედების ზონა” მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეზე ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონაზე. მოცემულ სიტუაციაში, დაუსახლებელ პუნქტში დაყენებული გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი 1.18.2 "გზის შევიწროება” დამატებითი ინფორმაციის ნიშანთან ერთად 7.2.1 "მოქმედების ზონა”, გვაწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნიდან 150-300 მეტრის შემდეგ არის გზის შევიწროება მარჯვენა მხრიდან, რომლის სიგრძეა 100 მეტრი.

სწორი პასუხია :
 ბილეთი 25

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად პრიორიტეტის საგზაო ნიშნების: 2.3.1 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა”, 2.3.2 "მეორეხარისხოვან გზასთან შეერთება” - მარჯვნიდან და 2.3.3 "მეორეხარისხოვან გზასთან შეერთება” – მარცხნიდან. კონკრეტულად არ არის განსაზღვრული დაყენების წესი, მაგრამ, რადგანაც აღნიშნული ნიშნები თავის ფორმით და შინაარსით გამაფრთხილებელი ნიშნების მსგავსია ისინი ყენდება ანალოგიურად, ანუ დაუსახლებელ პუნქტში სახიფათო უბნის დასაწყისამდე 150-300 მეტრ მანძილზე.

სწორი პასუხია :
 ბილეთი 26

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 7.12 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.12 "სახიფათო გზისპირი” მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა, მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო და გამოიყენება 1.23 "საგზაო სამუშაოები” ნიშანთან ერთად.

სწორი პასუხია :
 ბილეთი 27

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს. ხოლო ამავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტებების თანახმად საგზაო ნიშანი 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე. ნიშანი დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. "საგზაო მოძრაობის წესების" თანახმად:- საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.6 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” დამატებით აფრთხილებენ მძღოლს რკინიგზის შლაგბაუმიანი ან უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ნიშნები იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში. - საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.3 იდგმება რკინიგზის გადასასვლელამდე გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 გზის მარცხენა მხარეს. - საგზაო ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება უშუალოდ 1.1 ან 1.2 რიგით პირველი ნიშების ქვეშ. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნები 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” და 1.4.1 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” გვაფრთხილებს, რომ რკინიგზის გადასასვლელიდან იმყოფებით 150-300 მეტრში და გასწრების უფლება გაქვთ, მაგრამ მანევრი უნდა დამთავრდეს რკინიგზის გადასასვლელამდე 100 მეტრ მანძილზე.

სწორი პასუხია :
გვერდები :   «წინა  1  2 
აირჩიეთ მარკის მიხედვით
AACURA (0)
ALFA ROMEO (0)
ASTON MARTIN (0)
AUDI (4)
BBENTLEY (0)
BMW (17)
BUGATTI (0)
BUICK (0)
CCADILLAC (0)
CATERPILLAR (0)
CHERY (0)
CHEVROLET (2)
CHRYSLER (1)
CITROEN (0)
DDAEWOO (0)
DAF (1)
DAIHATSU (1)
DODGE (3)
DONGFENG (0)
DUCATI (0)
FFAW (0)
FERRARI (1)
FIAT (3)
FORD (16)
FOTON (0)
FREIGHLINER (0)
GGAZ (5)
GMC (0)
GREATWALL (0)
HHONDA (23)
HOWO (0)
HUMMER (0)
HYUNDAY (4)
IINFINITI (1)
ISUZU (2)
IVECO (0)
JJAC (0)
JAGUAR (1)
JEEP (3)
KKAMAZ (3)
KAWASAKI (0)
KENWORTH (0)
KIA (0)
KRAZ (0)
LLAMBORGHINI (0)
LANCIA (0)
LAND ROVER (0)
LEXUS (0)
LINCOLN (0)
LOTUS (0)
MMAN (3)
MASERATI (0)
MAYBACH (0)
MAZ (0)
MAZDA (14)
MERCEDES-BENZ (94)
MERCURY (0)
MG (1)
MINI (0)
MITSUBISHI (20)
MOSKVICH (0)
NNEOPLAN (0)
NISSAN (22)
OOKA (0)
OLDSMOBILE (0)
OPEL (45)
OTHER (1)
PPETERBILT (0)
PEUGEOT (1)
PONTIAC (0)
PORSCHE (0)
RRENAULT (1)
ROLLS-ROYCE (0)
ROVER (0)
SSAAB (0)
SALEEN (0)
SCANIA (0)
SCHMITZ (0)
SCION (0)
SEAT (5)
SG (0)
SKODA (0)
SSANGYONG (1)
SUBARU (8)
SUZUKI (4)
TTATRA (0)
TOHATSU (0)
TOYOTA (39)
UUAZ (4)
URAL (0)
VVAZ (6)
VOLKSWAGEN (28)
VOLVO (2)
XXGMG (0)
YYAMAHA (0)
YANMAR (0)
YUENJIN (0)
ZZIL (0)
 
     
 

მთავარი | ჩემი გვერდი | განცხადების დამატება | ყიდვა | გაყიდვა | გაქირავება | კატალოგი | რეკლამა | კონტაქტი

MYCAR.GE შპს ”ავტო აუქციონი” © 2010